Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისში, მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ითხოვენ
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირაკლი კიკვაძე მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. კიკვაძე ამბობს, რომ ადგილზე ფილების უმეტესობა აყრილია, წვიმის დროს კი გადაადგილებისას ნაპრალებიდან წყალი ასხამს. "ლეიბორისტული პარტიის" წევრის თქმით, მოქალაქეებისათვის ტერიტორიაზე გადაადგილება საფრთხისშემცველია და ხელისუფლებამ მის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.

"ეს ადგილი ყველაზე მოთხოვნადი და დატვირთულია. წლების განმავლობაში, ის ყველაზე საყვარელ ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბდა. მეორე წელია, საფარი მწყობრიდან უფრო და უფრო გამოდის. ფენები დაზიანებულია და მდგრადობა დაკარგული აქვს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წვიმის დროს, როცა გავივლით და ნაპრალებიდან წყალი ასხამს. გადაადგილება საფრთხისშემცველია. მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა მიმდინარეობს და მოვითხოვ, მასში ამ საფარის სრული რეაბილიტაცია შევიდეს,"-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

კიკვაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობას აღნიშნული ტერიტორიის მოწყობა ბიუჯეტში არსებული ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამით შეეძლო. მისი განმარტებით, მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციით, 2019 წელს ამ პროგრამაში არსებული 400 000 ლარიდან მხოლოდ 3700 ლარი დაიხარჯა. კიკვაძისთვის უცნობია, რატომ ვერ მოხერხდა თანხის სრულად ათვისება.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020