საჩხერის 3 სოფელში მოსახლეობა გზის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს.

გამოღმა არგვეთის, გორისა და კორბოულის მცხოვრებლების პრობლემებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე გაეცნენ.

,, სოფელ კორბოულში, ასევე მწავვედ დგას წყლის პრობლემა, ამ დროისთვის ადგილზე წყლის რესურსის მოძიება მიმდინარეობს. კორბოულში გარდა ამისა, ბაღისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა. გამოღმა არგვეთში ბეტონის საფარიანი გზა დაიგო, სოფელ გორისაში სარიტუალო დარბაზის და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სოფელ გორისასა და გამოღმა არგვეთში კი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.” -აცხადებენ იმერეთის გუბერნიაში. 

მმართველი გუნდის წევრებმა იმერეთში, სოფლის 200-მდე მცხოვრების, პირველადი საჭიროებები მოისმინეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *