Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში მთავრობა პასუხისმგებლობას 6 პუნქტის განხორციელებაზე აიღებს
წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. წყალტუბოს განახლების პროექტის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრეს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ის მიმართულებები განმარტა, რომლის მოგვარებასაც წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფოს გეგმა 6 პუნქტისაგან შედგება, რაც წყალტუბოს რეაბილიტაციის გენერალური გეგმის მომზადებას, კურორტის ინფრასტრუქუტურის განვითარებას, სანატორიუმებში მცხოვრები დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შეთავაზებას, კურორტის ერთიან მართვას, მარკეტინგული გეგმის მომზადებასა და განხორციელებას, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისათვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბებასა და მართვას მოიცავს.

"ამ მასშტაბურ პროცესში სახელმწიფო 6 პუნქტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების შემდეგ, წყალტუბო უნდა განვითარდეს არა ქაოტური ინიციატივებით, არამედ, როგორც ერთიანი კომპლექსი. თავის დროზე წყალტუბო დაგეგმილი იყო როგორც სპა კურორტი, მაგრამ ერთიანი სტრატეგია მისი განვითარების დღემდე არ გაგვაჩნდა. 2014 წელს წყალტუბოს განვითარების სტრატეგია დაიწერა, რომელიც უცხოელმა პარტნიორებმა შეასრულეს. მას დღეს სჭირდება დახვეწა და სწორედ ამიტომ ვიწყებთ ამაზე საუბარს,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მზად არის წყალტუბოში 22 სასტუმრო და 9 აბანო გამოისყიდოს და მათი სრული რეაბილიტაცია განახორციელოს. ივანიშვილი ამბობს, რომ ის ობიექტების ნებისმიერ ეტაპზე გასხვისებაზე თანახმაა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020