Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართება"-თურნავა სანატორიუმებში მცხოვრები დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში მთავრობა პასუხისმგებლობას 6 პუნქტის განხორციელებაზე აიღებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას განმარტებით, ერთ-ერთი პუნქტი წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოიცავს. 

"477 ოჯახი დღეს კიდევ რჩება სხვადასხვა სანატორიუმსა და შენობაში განთავსებული. მათ საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. სახელმწიფო მუნიციპალიტეტთან ერთად გეგმაზომიერად უკვე ახორციელებს ახალი კორპუსების მშენებლობას და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას. ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართება. ამ მიმართულებაზე მუშაობას ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში კვლავ გავაგრძელებთ,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 2021 წლისათვის სანატორიუმში ცხოვრებ ყველა დევნილს წყალტუბოში ახალი საცხოვრებელი ექნება. მისივე განმარტებით, აღნიშნული პრობლემა ბიზნესის მოსაგვარებელი არ გახდება.

წყალტუბოში 5 000 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.

ამავე თემაზე:"ჯერ ბინა მოგვცენ და აქედან მერე გაგვიშვან"-წყალტუბოს სანატორიუმში მცხოვრებლები

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020