პოლიტიკა
წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმის შემდეგი განხილვა პოტენციურ ინვესტორებთან და საბანკო სექტორთან გაიმართება
წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო. განხილვაზე მიწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

"ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტის გეგმის განხილვას, გვსურს ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო, ვინაიდან პროექტის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ცნობილი ყველასთვის," -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებიან.

"ამ გეგმის ფარგლებში ძალიან დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, თუ ვინ რას გააკეთებს - რა ფუნქციებს შეასრულებს სახელმწიფო, რას ვთავაზობთ კერძო ბიზნესს და ა.შ. პროექტი თავისი მასშტაბით არის ისეთი ბუნების, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი კურორტის მასშტაბს და ეს არის რეალურად, საერთო სახალხო პროექტი. შესაბამისად, გვსურს ძალიან დეტალურად გაიწეროს მისი განვითარების გეგმა" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

​თურნავას განმარტებით, მომდევნო შეხვედრა კერძო სექტორთან, ბანკებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გაიმართება. 

წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დაკორექტირების შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
17:42 / 12.12.2019
დაკორექტირების შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
14 დეკემბერს, თბილისში
17:07 / 12.12.2019
14 დეკემბერს, თბილისში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის
თბილისში აქციაზე ქუთაისიდან ჩასული გაერთიანებული ოპოზციის წევრი გია
თევდორაძე დააკავეს.
13:13 / 12.12.2019
თბილისში აქციაზე ქუთაისიდან ჩასული გაერთიანებული ოპოზციის წევრი გია თევდორაძე დააკავეს.
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 6 °C
img
ქუთაისი 8 - 14 °C
img
ბათუმი 10 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019