ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე

ტერიტორიამდე, მდინარე რიონზე ქვეითთა გადასაადგილებელი ხიდის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარია.

გამარჯვებულმა დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

ქუთაისის მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე 30 000 ლარიანი ტენდერი 2017 წლის 2 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერი არ შედგა და პროექტზე ელექტრონული შესყიდვა მეორედ გამოცხადა, რა დროსაც ღირებულება 45 000 ლარამდე გაიზარდა. განმეორებით ტენდერში შპს “სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა” 35 444 ლარად გაიმარჯვა.

როგორც ქუთაისის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე, თიკო ბერიშვილი ამბობს, შპს “სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრის” მიერ შედგენილი პროექტის ჩაბარება არ განხორციელებულა, რადგან ის თვითმმართველობამ არ მოიწონა. მისივე განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არც ანაზღაურება მიუღია. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *