Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
„პროპორციული არჩევნების გაფორმება ოპოზიციის მონაპოვრად იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება"
ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე 2020 წლის არჩევნებისათვის 3%-იანი ბარიერის დაწესების აუცილებლობის მიზეზებით დაინტერესდა. დეპუტატის  განცხადებით, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილების ოპოზიციის მონაპოვრად გაფორმება საზოგადოების შეცდომაში მცდელობა იქნება. 

,,ზოგადად, პროპორციული არჩევნების ჩატარება და მისი გაფორმება ოპოზიციის მონაპოვრად იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს იყო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება და არა ე.წ. ხელმოწერების შეგროვების საფუძველი. ყველას კარგად გვახსოვს ოპოზიციის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ვციტირებ: "მილიონი ხმა საარჩევნო ცვლილებებისთვის", თუმცა, რეალურად, პარლამენტში მესამედზე ნაკლების შემოტანა მოხერხდა. როგორია ოპოზიციის ხელმოწერების შეგროვების პრაქტიკა, ესეც კარგად ახსოვს საზოგადოებას, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატის რეგისტრაციისთვის ცესკოში ყოფილი პრემიერის ხელმოწერა წარადგინეს." - განაცხადა კიკნაველიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020