ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის

მოცულობა 7 572 500 ლარით განისაზღვრა. მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მომდევნო წლის ბიუჯეტი 12 96, 4 ათასი ლარით გაიზარდა. მათივე განმარტებით,  ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის ზრდა 5,1%-ს შეადგენს. 

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტს ახალ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ემატება. ბიუჯეტში პრიორიტეტებად დარჩება ინფრასტრუქტურის, კულტურისა და განათლების მიმართულებები.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯარო განხილვის შემდეგ, 15 ნოემბრამდე საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისია გადაეგზავნება განსახილველად. შენიშვნების შემთხვევაში, მერიას დაუბრუნდება  არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, რის შემდეგაც მოხდება საკრებულოს სხდომაზე განხილვა და დეკემბრის ბოლომდე დამტკიცება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *