,,მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოებას სილა გაგვაწნა" - ქუთაისში აქციისთვის ემზადებიან
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის
ჩავარდნას
ქუთაისში გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მესხიშვილის თეატრის წინ
დღეს, 14 ნოემბერს, 19:00 საათისთვის შეიკრიბებიან.
,,ეს იქნება სამოქალაქო პროტესტი. ნებისმერი ადამიანს შეუძლია
შემოუერთდეს აქციას. მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოებას სილა
გაგვაწნა. ჩვენთვის მოცემული დაპირება არ შეასრულა. კანონპროექტი
ჩავარდა და 2020 წლისათვის აღარ გვექნება არანაირი პროპორცული
არჩევნები".- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი
გველესიანი.
შეგახსენებთ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან
დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2020
წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და
ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, პირველი მოსმენით
ჩააგდო.
მასალის გამოყენების პირობები