პოლიტიკა
"ამ ტყუილს ხელისუფლებას არ ვაპატიებთ"-აქცია ქუთაისში
"ამ ტყუილს ხელისუფლებას არ ვაპატიებთ"- ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება გააპროტესტეს. 

"გავრილოვის ღამის შემდეგ, მთავრობამ სულში მეორეჯერ ჩაგვაფურთხა. დანაპირები, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებს ჩაატარებდნენ, არ შესრულდა. ამ ტყუილს ხელისუფლებას არ ვაპატიებთ. "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველი ხალხის აზრი არ აინტერესებთ. "ქართული ოცნება" და ივანიშვილი დესტაბილიზაციის წყარო არიან ქვეყანაში, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადასულიყო,"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას კვლავ აპირებენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ 2020 წლისათვის არჩევნები პროპორციული სიით არ ჩატარდება.

ფოტო: "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დაკორექტირების შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
17:42 / 12.12.2019
დაკორექტირების შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
14 დეკემბერს, თბილისში
17:07 / 12.12.2019
14 დეკემბერს, თბილისში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის
თბილისში აქციაზე ქუთაისიდან ჩასული გაერთიანებული ოპოზციის წევრი გია
თევდორაძე დააკავეს.
13:13 / 12.12.2019
თბილისში აქციაზე ქუთაისიდან ჩასული გაერთიანებული ოპოზციის წევრი გია თევდორაძე დააკავეს.
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 6 °C
img
ქუთაისი 8 - 14 °C
img
ბათუმი 10 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019