Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
“თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს”- მდუმარე აქციას ქუთაისელი ექიმები შეუერთდნენ
"თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს"-ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმს მხარდაჭერა ქუთაისში გამოუცხადეს. ექიმები სამედიცინო დაწესებულების წინ შეიკრიბნენ და "თეთრი ხალათების" მდუმარე აქცია გამართეს.

მათი თქმით, ყველა ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული, რათა უკანონოდ დაკავებული ექიმის უფლებები დაიცვან და ის საექიმო საქმიანობას დაუბრუნდეს.

"ვაპროტესტებთ ჩვენი კოლეგის დაკავებას. ვითხოვთ მის გათავისუფლებას. მან მისი საქციელით დაამტკიცა, რომ ის არის პატრიოტი. გვინდა, ყველას მივაწვდინოთ ხმა და მოვითხოვოთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ჯანმრთელი დაუბრუნდეს მის ოჯახსა და პაციენტებს,"-აცხადებენ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმები.

"თეთრი ხალათების" აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 12 საათზე დაიწყო.

ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020