Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
“გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ”-სტუდენტების საპროტესტო აქცია ქუთაისში

პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩავარდნა და თბილისში საპროტესტო აქციის დარბევა ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააპროტესტეს.

"გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ”, “არა ოლიგარქიას”, “ჭორვილიზაცია უნდა დასრულდეს” - სტუდენტები ამ ლოზუნგით მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

 

“ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩვენი უცვლელი მოთხოვნაა. ასევე, სოლიდარობას ვუცხადებთ გუშინ დარბეულ, დაშავებულ და დაპატიმრებულ ხალხს. მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს რუსი ოლიგარქის მონობა და უკანონო ბრძანებების შესრულება. აქ არჩევანი დგას რუსულ ოლიგარქიულ მმართველობასა და ევროპისკენ სვლას შორის. არანაირ დაპირებას აღარ მივიღებთ, იქეთ მოუწევთ დათმობაზე წასვლა,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

 

“ბიძინა ივანიშვილმა მისი უგუნური გადაწყვეტილებით მთელი სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური პარტიები გააერთიანა. ლოზუნგი “ერთად ერთის წინააღმდეგ” დღევანდელი რეალობაა. ახალგაზრდებს ერთი რამის გამო შევუერთდით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის გადამგდები და ამ გადაგდებას მას არ ვაპატიებთ,” - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, დავით გოგისვანიძემ.

 

სტუდენტებმა მსვლელობით ქუთაისის მერიის წინ გადაინაცვლეს და თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ოთარ ლორთქიფანიძის ფეისბუკ პოსტსაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საჯარო მოხელეები მსგავსი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.

 

“სირცხვილია, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს თბილისში ფეხით უვლიან და საკრებულოს წევრი, რომელიც დემოკრატიაზე ლექციებს კითხულობს, აქვიის მონაწილის შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს,”-განაცხადა მიხეილ გეგეშიძემ.

 

სტუდენტები ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 8 - 21 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020