,,ქუთაისი თავისუფლებისთვის” – ქუთაისში აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები

18:00 საათზე მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბებიან და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას, რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.

,,არ ვთმობთ იმას, რაც ჩვენია! ქვეყანას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა. აღარ ვაპირებთ შევეგუოთ ცირკს, რომელსაც ეკრანებიდან ვუყურებთ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნეიტრალური ინსტიტუტები – ყველანი აღნიშნავენ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება ნორმალური არ არის და შეაფერხებს ჩვენს განვითარებას. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადმოკვეთა წითელი ხაზი და პროპორციული არჩევნების მისი სცენარით ჩაგდება არის ის, რის პატიებასაც არ ვაპირებთ! მატყუარები არ უნდა მართავდნენ ქვეყანას! პრორუსი ოლიგარქები არ უნდა მართავდნენ საქართველოს!”- აცხადებენ ორგანიზატორები.

ქუთაისში საპროტესტო აქცია გუშინ, 19 ნოემბერსაც გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *