Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე აფასებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე საზოგადოების რეაქციას. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ის ახალგაზრდების ჯანსაღ პროტესტს მხარს უჭერს და მის მიერ გამოქვეყნებული განცხადება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პიროვნებისაკენ იყო მიმართული.

"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა და სარკაზმული ნათქვამი. ნებისმიერ ნეიტრალურ ჯანსაღ პროტესტს მხარს ვუჭერ, თუმცა, არ ვუჭერ მხარს იმ პოლიტიკური ლიდერების პროტესტის ფორმებს, რომლებმაც გამოიყენეს სიტუაცია და შექმნეს ის დაძაბულობა, რაც ვნახეთ რუსთაველზე: თუნუქის კასრებში ცეცხლი, ტომრები და პარლამენტის კარზე ბოქლომი. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გასულიყო კანონპროექტი, რომელიც მხარს უჭერდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას,"-აცხადებს ლორთქიფანიძე.

საკრებულოს კულტურის, განათლების ახალგაზრდული საქმის და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მის განცხადებას შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. მისი თქმით, ახალგაზრდებმა პროტესტი კორექტულად უნდა გამოხატონ და ხუმრობებს ხუმრობითვე უპასუხონ.

შეგახსენებთ, ოთარ ლორთქიფანიძემ თბილისში საპროტესტო აქციების მიმდინარეობაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა-"მაჭუტაძეს დაბალი იმუნიტეტი აქვს და ნელ-თბილი წყალი ვაპკუროთ". დეპუტატის განცხადებას გუშინ, ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდებმა უპასუხეს-"ლორთქიფანიძე! წყალი ცივი იყო! სირცხვილია!".

ფოტო: ქუთაისის საკრებულო
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. ამის
შესახებ
12:28 / 03.07.2020
სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. ამის შესახებ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 20 - 37 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 31 °C
img
ფოთი 23 - 29 °C
img
თელავი 19 - 33 °C
img
მესტია 10 - 22 °C
img
ზუგდიდი 21 - 33 °C
img
ბორჯომი 12 - 30 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტები გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარების ნებართვას ითხოვენ
ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარების ნებართვას ითხოვენ. მათი თქმით,
13:00 / 08.06.2020
,,როგორც ჩანს პირველი იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს" - გიორგი გახარია
,,ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა
15:58 / 05.06.2020
დასასტურებული COVID-19-ით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დილით ცოვიდ-19- ის დადასტურებული დიაგნოზით მამაკაცი შეიყვანეს.
10:37 / 08.06.2020
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
"სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ"-გიორგი გახარია
12:28 / 03.07.2020
სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. ამის შესახებ