,,პროპორციული სისტემა ჩვენთვის დღესდღეობით პრობლემატურია.”- ამის შესახებ პარლამენტში

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მოდელისათვის ქვეყანაში პოლიტიკური ფონი შესაბამისი არ არის და არეულობას გამოიწვევს.

,,პროპორციული სისტემა ჩვენთვის დღესდღეობით პრობლემატურია. სიტუაცია დაძაბულია და სავსეა რევანშისტებით. აქ პოლიტიკოსები იმას კი არ ფიქრობენ, რომ რაღაც სიკეთე გაუკეთონ ქვეყანას, იერიშზე არიან და უნდათ რომ სხვა დაჩაგრონ და წინ წაიწიონ თვითონ. პროპორციული სისტემით ვთქვათ უმრავლესობით ვერ შევიდა მმართველი პარტია, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს გაერთიანება მაგალითად თუ გვინდა რომ ბიუჯეტი მივიღოთ, მინისტრთა კაბინეტი ჩამოვაყალიბოთ. ყველა პარტიას ვინც შევა უნდა რომ თავისი კადრი ჰყავდეს მინისტრი თუ არა მოადგილე მაინც. როგორ უნდა მოილაპარაკოს ,,ქართულმა ოცნებამ” იმ ძალებთან, როგორ უნდა შევიდეს გაერთიანებაში, რომლებიც მაგალითად უარყოფენ ჩვენს განათლების სისტემას, ჯანდაცვის სისტემას და ა.შ. პოლიტიკური არეალი არ არის სრულყოფილად მომზადებული და აქედან გამომდინარე მე ვიყავი წინააღმდეგი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.”- განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ.

შეგახსნებთ, კანონპროექტს, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, მხარი იმერეთიდან მხარი ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ზესტაფონის მაჟორიტრამა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ არ დაუჭირეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *