ქუთაისში, პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის

კაბინეტის დაბოქლომება სცადეს. დეპუტატის კაბინეტთან მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ადგილზე ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები დახვდნენ. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებს მაჟორიტარის სამუშაო ოთახის დაბოქლომების უფლება არ მისცეს.

,, ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარს პიკეტირება ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა მოუწყვეს. როდესაც მივედი ადგილზე კაბინეტი უკვე პიკეტირებული ჰქონდათ პოლიციას და მათ მხარდამჭერებს. როცა არ იქნებიან კაბინეტთან მაშინ მივალთ და დავკიდებვთ ბოქლომს, მაგრამ მგონი მორიგეობის დაწესებას აპირებენ”.- განაცხადა ,,ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ქუთაისში დავით გოგისვანიძემ.

შეგახსენებთ, დიმიტრი მხეიძე ერთ-ერთია იმ მაჟორიტართაგან, რომელმაც 2020 წლისათვის პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრისას თავი შეიკავა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *