ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა კომისიებში დღეს მიმდინარეობს.

მერიის შენობაში ბიუჯეტის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა, სადაც ოპოზიციონერებმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიუროს კარის დაბოქლომება სცადეს. 

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, გიორგი ჭეიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქსა და ქუთაისში მიმდინარე აქციები დისკომფორტის შემქმნელია, თუმცა, ინსტიტუტების მუშაობას ვერაფერი შეაფერხებს.

“გამოსვლები და მსგავსი აქციები არც ქალაქისთვის და არც ქვეყნისათვის კარგი არ არის. ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ ქალაქის ბიუჯეტზე. დღეს იყო გაერთიანებული ფრაქციების სხდომა, სადაც ბიუჯეტი განვიხილეთ და არის კომისიების სხდომაც. დისკომფორტს იწვევს, მაგრამ ჩვეულ რიტმში ვმუშაობთ,”-განაცხადა ჭეიშვილმა. 

ჭეიშვილის თქმით, ოპოზიცია ბიუჯეტის განხილვის პროცესში აქტიურად ჩართული არ არის და ძირითადად აქციებითა და გამოსვლებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები ქუთაისში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მასში ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები არიან ჩართული.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *