Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
უმრავლესობის დეპუტატი ირწმუნება, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შენიშვნები არ ექნებათ
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში მიმდინარეობს. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებმა უნდა შეისწავლონ და შენიშვნებითა და რეკომენდაციებით აღმასრულებელს დაუბრუნონ.

2020 წლის ბიუჯეტით კმაყოფილია უმრავლესობის დეპუტატი და საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჭეიშვილი. მისი თქმით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ბიუჯეტის 7 მილიონით ზრდაა.

ჭეიშვილი ამბობს, რომ შენიშვნები და რეკომენდაციები ბიუჯეტთან მიმართებაში ყველა კომისიას აქვს.

უმრავლესობის დეპუტატი ირწმუნება, რომ მათს შენიშვნებს, წინა წლის მსგავსად, მხოლოდ ტექნიკური ხასიათი არ ექნება.

"ჩვენ გვაქვს შენიშვნები, მაგალითად, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისათვის წელს ნაკლები თანხა არის გამოყოფილი. მოვისმენთ არგუმენტაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა, იმავე რაოდენობის თანხა ყოფილიყო ამ მიმართულებით, რაც იყო წინა წლებში. გვაქვს მცირე შენიშვნები და ეს არ იქნება ფორმალური. ეს არ არის ტექნიკური შენიშვნა, ეს იქნება ის შენიშვნა, რომლის გამოსწორებასაც საჭიროდ ვთვლი,"-ამბობს ჭეიშვილი.

კომისიების შემაჯამებელი სხდომა ორშაბათს გაიმართება, სადაც დეპუტატები შენიშვნებს დააფიქსირებენ. ამის შემდეგ, ბიუჯეტი დასაკორექტირებლად აღმასრულებელს გადაეგზავნება.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020