Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
თბილისში აქციას იმერეთიდან 1000-მდე აქტივისტი შეუერთდება
თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ქუთაისიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.

"თბილისში მიმდინარე აქციას იმერეთიდან დაახლოებით 1000-მდე აქტივისტი შეუერთდება. ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, იმას, რასაც დაგვპირდა ივანიშვილი. გვინდა სამართლიანი არჩევნები. ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების წართმევას. ის ტრიუკები, რასაც ივანიშვილი ცდილობს, რომ საპროტესტო ტალღა ჩააცხროს, მას არ გაუვა. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ზეწოლით, ხელისუფლება იძულებული გახდება, ეს დაპირება შეასრულოს. ხალხთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და ვერც ივანიშვილი მოიგებს და ხელისუფლებიდან ძალიან მძიმედ წასვლა მოუწევს,"-განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გიგა შუშანიამ.

"ერთად ერთის წინააღმდეგ" აქცია დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულოსხმობდა, ჩააგდო.

აქციაში მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ფოტო: არქივი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020