ქუთაისში ახალგაზრდული წინააღმდეგობის მოძრაობა ,,გაბედე ქუთაისი” შეიქმნა. ის თბილისში

შექმნილი მოძრაობის მსგავსია და ახალგაზრდები ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.

,,რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა თბილისში მოძრაობა ,,გაბედე”. ამის მსგავსად შეიქმნა ქუთაისში მოძრაობა ,,გაბედე ქუთაისი”. მასში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები და სამოქალაქო აქტივისტები არიან გაერთიანებული. სამომავლოდ სხვადასხვა ქალაქებშიც შეიქმნება მსგავსი მოძრაობა”.- განაცხადა ,,გაბედე ქუთაისის” აქტივისტმა გაგი ახალაძემ. 

,,გაბედე ქუთაისი” 24 ნოემბერს შეიქმნა. ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დღეს თბილისში გაემგზავრნენ, სადაც დაგეგმილ აქციაც შეუერთდებიან. 

ფოტო: არქივი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *