ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი,

ირაკლი შენგელია 25 ნოემბერს მოქალაქეების წინაშე ერთი წლის ანგარიშით წარსდგა.

ანგარიში მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ინფრასტრუქტურული პროექტები; სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამები; საკანონმდებლო და საბიუჯეტო ინიციატივები; საკონსულტაციო და საჯარო შეხვედრები;
გენდერული თანასწორობის საბჭო და დაგეგმილი პროექტები.

,,ადგილორივი თვითმართველობა არის ხელისუფლების ის რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან. ამასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის ანგარიშვალდებულება, რაც გულისხმობს მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალებულებების შესრულებას და გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას, აუცილებელია საჯარო და არჩეულმა პოლიტიკური თანამდებობის პირმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული პერიოდულობით, წარუდგინოს ანგარიში მოსახლეობას.  მე, როგორც გამარჯვების ოლქის მიერ არჩეული დეპუტატი წარვსდექი მოსახლეობის წინაშე და გავაცანი მათ 2019 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩემი მუშაობის ანგარიში. მოხსენებით პრეზენტაციასთან და საინფორმაციო მასალებთან ერთად დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შეფასების კითხვარი, რომელიც, ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ, ჩემს facebook გვერდზე. გამოკითხვის მიზანია შეფასებითი უკუკავშირის მიღებასთან ერთად, გამოვლინდეს გამარჯვების მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები, რაც ასახვას პოვებს ჩემს სამოქმედო გეგმაში.”- განაცხადა ირაკლი შენგელიამ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *