თბილისში, პარლამენტთან აქციის დაშლისას, ქუთაისიდან ჩასული 6 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრია. პარტიის ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ბრეგაძის თქმით, მათთან ახლა ადვოკატები მუშაობენ. 

,,აქციის მონაწილეებს მცირე დაზიანებები აქვთ, დასველდნენ, მაგრამ როგორც მაქვს ინფორმაცია მხოლოდ ერთს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. არიან დაკავებულებიც. ჩვენი ინფორმაციით, ჯერ რაც ვიცით ჩვენებიდან 6 ადამიანია დაკავებული და მათთან ადვოკატები მუშაობენ”.- განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის დაშლისას 28 პირი დააკავეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.

სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *