თბილისში, პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს.

,,ევროპული საქართველოს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, დავით გოგისვანიძის თქმით, მათ სასამართლოზე გამოცხადება მაინც მოუწევთ და შესაძლოა დააკავონ.

,,ჩემი ინფორმაციით, ყველა მათგანი გამოუშვეს ხელწერილის საფუძველზე. ეს არაფერს ნიშნავს. სასამართლოზე უნდა გამოცხადდნენ და შეიძლება დააკავონ. ამ წუთში სასამართლოზე გამოცხადების ხელწერილით არიან ყველანი გათავისუფლებულები. დაკავებულებს შორის იყვნენ ქუთაისიდან ჩამოსული აქციის მონაწილეები”. – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

არსებული ინფორმაციით ქუთაისიდან თბილისში აქციაზე ჩასული 6 პირი იყო დაკავებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის დაშლისას 28 პირი დააკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *