თბილისში, აქციის დაშლისას დაშავებულ მამაკაცს მკურნალობა “ნიუჰოსპიტალსში” ჩაუტარდა.

ზაზა ლიპარტელიანს თვალი აქვს დაზიანებული, თუმცა საავადმყოფო უკვე საკუთარი სურვილით დატოვა.

ლიპარტელიანი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად სულ 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთი ადამიანი “ნიუჰოსპიტალსში” გადაიყვანეს, ერთი “ამტელ ჰოსპიტალსში” და ორი – ინგოროყვას კლინიკაში.

ერთი სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *