თბილისში, აქციის დაშლისას დაშავებულ მამაკაცს მკურნალობა “ნიუჰოსპიტალსში” ჩაუტარდა.

ზაზა ლიპარტელიანს თვალი აქვს დაზიანებული, თუმცა საავადმყოფო უკვე საკუთარი სურვილით დატოვა.

,დილის 5 საათზე დაიწყეს დაშლა. წყლის ჭავლი მომხვდა და ძვალის ბუდე ჩამინგრია. საოპერაციოა, მაგრამ დავტოვე საავადმყოფო და ისევ აქციაზე ვარ. ყველაფერს ჩხუბით და დიქტატურით ვერ იყიდი. არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ დიქტატურის, თვალის ამოგდების და არც არაფრის. ეს ტკივილი თუ უშველის ჩვენს ქვეყანას , უშველოს და გავიდეს იმ ბედნიერ გზაზე რასაც თავისუფლება ჰქვია”.- განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას ზაზა ლიპარტელიანმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად სულ 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *