ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს კომისიებში განხილვა

დასრულდა. ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი აღმასრულებელს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკვე დაუბრუნდა. 

მერია ვალდებულია, რომ გადამუშავებული ბიუჯეტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე წარადგინოს.

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 032 200 ლარია. ბიუჯეტში პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულებები სახელდება. 2020 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 12 500 000, ხოლო სოციალურ პროგრამებში 5 187 000 ლარი დაიხარჯება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *