მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნების რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ, პარკის შესასვლელებში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია, სარწყავი წყლის სატუმბავი სადგურის მოწყობა, არსებული პერგოლისა და დეკორატიული აუზების რეაბილიტაცია, გოლფის მოედნის ნაწილზე ტრენაჟორების გაკეთება, რუსთაველისა და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული კიბეების აღდგენა და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სამი ბიუვეტის მოწყობა დაიწყო.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 277 846 ლარია. სამუშაობს შპს “ჯავა” აწარმოებს.

“ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ახორციელებს. ათეული წლების შემდეგ დაზიანებული შადრევნების აღდგენის პარლელურად ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით გრძელდება რეკრეაციული და გასართობი სივრცეების მოწყობა-განახლება, რაც წყალტუბოს, როგორც სამკურნალო კურორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია”, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

კურორტის ცენტრალური პარკის განახლებასთან ერთად წყალტუბოში გამწვანების სამუშაოები გრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *