Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ნანა კოსტავას საკითხზე ჩირგვებში ჩაძვერით და ახლაც ჩირგვებში სხედხართ"
თბილისში ხატებით გამართული საპროტესტო აქციის ფაქტის დაგმობა და პოზიციის დაფიქსირება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ მოსთხოვა. ახალაძე სიტყვით საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა. 

"მიმდინარე მოვლენებს გვერდი აუარეთ და საკრებულოს სხდომა ისე დაიწყეთ. მოგწონთ ხატებით გამოსვლა? ვალდებულები ხართ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ნანა კოსტავას საკითხზე ჩირგვებში ჩაძვერით და ახლაც ჩირგვებში სხედხართ. ეს არის ერისა და ბერის შეცდომა. ისინი სოდომისტები და ხატმებრძოლები არიან და ეს არ უნდა მოვითმინოთ. ეს ურწმუნოება ჩვენს ოჯახებშიც შემობრუნდება,"-განაცხადა ახალაძემ.

ახალაძის თქმით, მომხდარი ფაქტი არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ დაგმო, რომლებიც ნანა კოსტავას საკითხზე აქტიურობდნენ, რაც მისთვის მიუღებელია. მათ შორის არც გენდერული საბჭოს წევრმა და სამოქალაქო აქტივისტმა გვანცა თოთაძემ, რომელიც ნანა კოსტავას საკრებულოს დატოვებისაკენ მოუწოდებდა.

ახალაძემ უმრავლესობის დეპუტატსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას მიმართა და უთხრა, რომ გენდერული საბჭოს წევრის გვანცა თოთაძის საბჭოში ყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დაეყენებინა.

"ყველა ადამიანს უფლება აქვს, რომ მისი შეხედულებისამებრ გააკეთოს განცხადებები. ამის საშუალებას მათ კანონი ანიჭებს. შემოიტანეთ განცხადება გენდერულ საბჭოში და დებულების მიხედვით განვიხილავთ,"-განუცხადა შენგელიამ ალეკო ახალაძეს.

ალეკო ახალაძე ამბობს, რომ არ იცის მივა თუ არა გენდერული საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, მან საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა, რაზეც სხდომაზე ირაკლი შენგელიას გამოხმაურება ზედმეტად მიიჩნია.

"გირჩის" აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან ფოტოები მიიტანეს, რომლებზეც ივანიშვილი რელიგიური სიმბოლოებით იყო გამოსახული.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020