Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
“თაობათა დიალოგი” გვანცა თოთაძის ქუთაისის გენდერულ საბჭოში შეცვლას არც განიხილავს”
"თაობათა დიალოგი" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ალეკო ახალაძის მიერ საკრებულოს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოდან გვანცა თოთაძის გაწვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია გვანცა თოთაძის აქტიურობას საბჭოს მუშაობის ფარგლებში მაღალ დონეზე აფასებს. მათივე თქმით, "თაობათა დიალოგი" არც განიხილავს გვანცა თოთაძის გენდერულ საბჭოში შეცვლის საკითხს.


"სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ეხმიანება დღეს, 27 ნოემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ორგანიზაციის საპატიო გენერალური მდივნისა და კომუნიკაციების მენეჯერის, გვანცა თოთაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას.

კერძოდ, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" გამოხატავს გაკვირვებას საკრებულოს სხდომაზე განხილული თემის მიმართ და აღნიშნულთან გვანცა თოთაძის დაკავშირების საკითხს.

მოგეხსენებათ, გვანცა თოთაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოში წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ "თაობათა დიალოგს" და იგი ორგანიზაციის სახელით მონაწილეობს აღნიშნული საბჭოს მუშაობაში.

ორგანიზაციას გენდერული თანასწორობის საბჭოდან და საბჭოს მუშაობის განმავლობაში არასდროს არ მიუღია, შესაბამისად ამ ეტაპზეც არ აქვს რაიმე სახის ინფორმაცია, გვანცა თოთაძის, როგორც საბჭოს წევრის რაიმე სახის დარღვევაზე. პირიქით, ორგანიზაცია მის აქტიურობას საბჭოს მუშაობის ფარგლებში მაღალ დონეზე აფასებს.

მეტიც, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" არც განიხილავს გვანცა თოთაძის გენდერულ საბჭოში შეცვლის საკითხს.

რაც შეეხება გვანცა თოთაძის მოქალაქეობრივ პოზიციას საკრებულოს ზოგიერთი წევრის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მას აღნიშნული მოსაზრების გამოთქმის კონსტიტუციური უფლება გააჩნია და "თაობათა დიალოგი" არც და ვერც დაუშლის მას ჰქონდეს მოქალაქეობრივი აქტიურობა.

მითუმეტეს, როდესაც აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიერ გაცხადებულ ეთიკის კოდექსს.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" ყველა წევრი დიდ პატივისცემას გამოხატავს გვანცა თოთაძის, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმატებული ხელმძღვანელის მიმართ (გენერალური მდივანი 2014-2017 წლებში) და მას, ამ გაუგებარ სიტუაციაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს,"-ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020