Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"კორექტირებები ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მოახდენს"
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიაში გადაიგზავნა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკრებულოს დეპუტატების შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს და ბიუჯეტი დააკორექტიროს.

ქუთაიასიას მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ დეპუტატებმა ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები დააფიქსირეს.

"განსაკუთრებული შენიშვნები არ არის. ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. გარკვეული იდეებიც აქვთ დეპუტატებს. სავარაუდოდ, ბიუჯეტს მცირედი დაკორექტირება დასჭირდება. კორექტირებები ბიუჯეტის პროექტში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მოახდენს. შეიძლება, რომ თანხა ბიუჯეტში მცირედით გაიზარდოს. ბიუჯეტის დაკორექტირება მოცულობითი სამუშაო მერიისთვის არ იქნება. ყველა დეტალს შევისწავლით და გადავწვეტთ, რომელი შენიშვნა იქნება გათვალისწინებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე,"-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

ნიშნიანიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტში ოპოზიციას შენიშვნები არ დაუფიქსირებია.

უმრავლესობის დეპუტატებმა აღმასრულებელს რეკომენდაცია ბიუჯეტში რანდენიმე პროგრამაზე თანხის გაზრდის რეკომენდაცია მისცეს, მათ შორის სანიაღვრე სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციაზე და სხვ.

დაკორექტირებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე გადაიგზავნება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020