,,ევროპული საქართველო” ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ მოსაზრებებს ბრიფინგის

სახით ან საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე წარადგენს. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქს” ,,ევროპული საქართველოს ” დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ განუცხადა. დეპუტატი კომისიების მუშაობაში ჩართვას არ აპირებს და საბოლოო პასუხისმგებლობას 2020 წლის ბიუჯეტზეც ,,ქართულ ოცნებას” აკისრებს. 

,, ტრადიციულად, როდესაც ბიუჯეტის პროექტია, ვღებულობდით განხილვებში მონაწილეობას, მაგრამ ბიუჯეტზე პასუხისიმგებლობას არ ვიღებდით. კენჭისყრებში არ ვმონაწილეობდით.ეს პასუხისმგებლობა მთლიანად არის უმრავლეობს. ჩვენ ჩვენი კრიტიკული შენიშვნები ამჯერადაც გვექნება. ამაზე შეიძლება ცალკე ბრიფინგი გავმართოთ ან საკრებულოს რომელიმე სხდომას დავესწროთ. კომისიურად ჩართვას მე პირადად არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, უმრავლესობის წევრები ახლა თვითონაც არ ფიქრობენ ბიუჯეტზე. ისინი ნებით თუ უნებლიეთ მიბმული არიან ამ პროცესებზე. ბიუჯეტისთვის ახლა არც ჭიღვარიას სცალია და არც სამარცხვინო დეპუტატებს. მობილიზებას აკეთებენ და დიმიტრი მხეიის კაბინეტს იცავენ იმისგან, რომ მის კაბინეტზე საპრიტესტო სტკერი არ დააკრან.”- განაცხადა დავით გოგისვანიძემ. 

შეგახსნებთ, ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიაში გადაიგზავნა და მასში ოპოზიციას შენიშვნები არ დაუფიქსირებია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *