“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ქუთაისში,

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს. მათ შენობას კვერცხები და ცოცხები ესროლეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაშინ გააღიზიანა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” ოფისში შეიჭრნენ. “ოცნების” მხარდამჭერები ამბობენ, რომ ამჯერად ოფისში შეჭრას არ აპირებენ და აქციას მშვიდობიანი სახე ექნება. 

“ნაციონალების” მოქმედებს ვაპროტესტებთ. ისინი “ქართული ოცნების” ოფისში შეიჭრნენ და ფანჯრები ჩაამსხვრიეს. გამოგვიწვიეს და პასუხი უნდა მიიღონ. ეს არის მშვიდობიანი აქცია, არ ვაპირებთ შეჭრას, შევამკობთ იმ სიტყვებით, რაც ეკუთვნით,”-განაცხადა “ოცნების” მხარდამჭერმა, ნუგზარ ხუციბერიძემ.

შეგახსენებთ, “ოცნების” მხარდამჭერები თავდაპირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ და შენობაში შეჭრა სცადეს. მათ ოფისს კვერცხები და საღებავები დაუშინეს. აქციის მონაწილეებმა განმარტეს, რომ ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოიწვიეს.

ადგილზე შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *