“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ქუთაისში “თავისუფალი საქართველოს”

ოფისში შეჭრა სცადეს. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. “ოცნების” მხარდამჭერები აცახდებენ, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ქუთაისში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. “არა მიშას მონებს”, “დაგაჩოქებთ”-სკანდირებენ “ოცნების” მხარდამჭერები.

“ეს არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმვლობაში ხალხს კლავდა. მათ ნახევარი ქუთაისი დაიჭირეს. ქუთაისი იყო დაჩოქებული. “ნაციონალური მოძრაობის” ვერც ერთი წევრი ქუთაისში თავისუფლად ვერ გადაადგილდება და თავის ნებაზე ქუთაისში ვერ იქნება. ქუთაისის დაჩოქების საშუალებას არ მივცემთ,”-განაცხადა “ოცნების” მხარდამჭერმა გაგა ამბროლაძემ.

ოპოზიციის ლიდერები “თავისუფალი საქართველოს” ოფისში 6 დეკემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ სათათბიროდ შეიკრიბნენ. ადგილზე იყო აკაკი ბობოხიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *