Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"აქციაზე დალაქიშვილის ხელმძღვანელობით მოსულ ხალხს, 9 წლიან სისხლიან რეჟიმზე პრეტენზია აქვს"
ქუთაისში, "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებასა და "ოცნების" მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე კომენტარი აკაკი ბობოხიძემ გააკეთა. "ევროპული საქართველოს" წევრი "თავისუფალი საქართველოს" ოფისში იმყოფებოდა, რა დროსაც "ოცნების" აქტივისტებმა შენობაში შეჭრა სცადეს. აკაკი ბობოხიძის თქმით, აქციაზე ადამიანები იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გრიგოლ დალაქიშვილის ხელმძღვანელობით მივიდნენ. 

"ადამიანები საინტერესო პრეტენზიებით მოვიდნენ. ამ ჯგუფს პირსისხლიანი 9 წლიანი ხელისუფლების უშიშროების ოფიციალური თანამშრომელი გრიგოლ დალაქიშვილი ხელმძღვანელობს. დალაქიშვილის ხელმძღვანელობით მოსულ ხალხს, 9 წლიან სისხლიან რეჟიმზე პრეტენზია აქვს. მათ სათავეში 9 წლიანი რეჟიმის ყველაზე მძიმე ორგანიზაციის თანამშრომელი უდგას. გარდა ამისა, ეს ადამიანები არ იხსენებენ მაჩალიკაშვილის ამბავს, არ იხსენებენ პოლიციიდან გამოსული ადამიანის მიერ თავის ჩამოხრჩობას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წინასწარ, გამიზნულად, ყოველგვარი გულწრფელი აღშფოთების გარეშე არიან მოსული. აღშფოთებულ ქუთაისს ისინი პარასკევს ნახავენ,"-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ შედეგებზე, რომლებიც მსგავსი ტიპის დაპირისპირებებმა შეიძლება მოიტანოს, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

"პასუხისმგებელი იმ ყველა შედეგზე, რაც ამ დაპირისპირებებს შეიძლება მოჰყვეს, არის ხელისუფლება.  ადამიანებმა შეიძლება თქვან, რომ ჩვენც მივედით მათ ოფისთან, მაგრამ ერთია, როდესაც მიდიხარ ოფისთან, დგახარ და რაღაცას აპროტესტებ, ხოლო მეორეა, როდესაც მუშტი-კრივით გადადიხარ შეტევაზე. როცა ხელისუფლება ასე იწყებს, ძალიან ცუდად ამთავრებს,"-განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, "თავისუფალი საქართველოს" ოფისში ოპოზიციის წევრები ქუთაისში, 6 დეკემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ მსჯელობდნენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020