Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"90-იან წლებში არ კადრულობდით ასეთ მიხტომებსა და ანგარიშსწორებებს"
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შეჭრის მცდელობაზე კომენტარი გოგი წულაიამ გააკეთა. წულაიას თქმით, ხელისუფლება ანგარიშსწორების ისეთ ფორმებზე გადავიდა, რაც 90-იან წლებშიც კი არ გამოიყენებოდა. წულაია ამბობს, რომ მსგავსი დაპირისპირებები სამოქალაქო ომამდე მივა.

"90-იან წლებში არ კადრულობდით ასეთ მიხტომებსა და ანგარიშსწორებებს. მაშინ, როდესაც მთელ ქალაქში ავტომატის ხმა ისმოდა. მაშინაც პოლიტიკოსი და ამ ყველაფერის მონაწილე ვიყავი. ასეთი ქმედებები სამოქალაქო ომამდე მიდის. ხელისუფლება მათხოვარია, რომელსაც ჰყავს პროკურატურა, ჯარი, პოლიცია და მაინც ხალხს ხალხთანვე საბრძოლველად იყენებს. ასეთი ხელისუფლებები ძალიან ცუდად ამთავრებენ და დაამთავრებენ,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

წულაიას თქმით, "თავისუფალი საქართველოს" ოფისში შეკრებილმა ოპოზიციის წევრებმა 6 დეკემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ იმსჯელეს.

"გავუკეთეთ აქციას ორგანიზება, რომ რაც შეიძლება მშვიდობიანად ჩამთავრდეს და საზოგადოებას ჩვენი ღირსება დავანახოთ,"-თქვა წულაიამ.

"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისში "ოცნების" აქტივისტებმა შეჭრა მაშინ სცადეს, როდესაც ოპოზიციის ლიდერები თათბირობდნენ. ოფისში იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" ლიდერი აკაკი ბობოხიძე. "არა მიშას მონებს"-სკანდირებდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020