Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"დავინახე ხალხი და მოვედი. არ შეიძლება?"-აქციისას "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან მობილიზებული საჯარო მოხელეები
"თავისუფალი საქართველოს" ოფისთან გამართულ "ოცნების" მხარდამჭერების აქციაზე მობილიზებული იყვნენ ქუთაისის მერიის თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრები და ააიპების თანამშრომლები.

ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე, სპორტის ააიპის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგიბიანი და სპორტის ააიპის თანამშრომელი გაბრიელ ფოლკენშტერნი.

"დავინახე ხალხი და მოვედი. არ შეიძლება? ვმოძრაობდი მანქანით. გადაადგილების საშუალებას კონსტიტუცია გვაძლევს. დავინტერესდი რა ხდება,"-თქვა მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

"მე საკრებულოს წევრი ვარ და შემიძლია გადავაადგილდე. მე საკრებულოდან ხელფასსაც არ ვიღებ და ჩემი აქ ყოფნით რაიმე არ ირღვევა. აქ ვარ იმიტომ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ მათ ასეთ გადაადგილებებს. ისინი იმისათვის კი არ მსჯელობენ, რომ სიწყნარე იყოს ქუთაისში, არამედ იმისთვის, რომ როგორმე აირიოს სიტუაცია. არავის ისეთი უფლებები არ ჰქონია და არავინ ისეთი უფლებებით არ სარგებლობდა, როგორც დღეს ესენი სარგებლობენ. გამოხატვის თავისუფლება არ უნდა ნიშნავდეს შეურაცხყოფას,"-განაცხადა ალეკო ახალაძემ.

სპორტის ააიპის უფროსის მოადგილე და მერიის ეკონომიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ ის სამსახურიდან 3 დღით გათავისუფლებულია და აქციაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა.

"აქ პოლიტიკა და ჩემი სამსახური არაფერ შუაშია. აქ არის შინაგანი მე. რისთვისაც მე აქ მოვედი, ეს არის გამოვხატო ჩემი პოზიცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით. იმ ძალადობასთან მიმართებაში, რაც ჰქონდათ და რასაც აკეთებენ. სამსახურიდან გათავისუფლებული ვარ დღეს და კიდევ ორი დღე. პირადი მიზეზით ვითხოვე ოფიციალურად გათავისუფლება. გავიგე რაც ხდებოდა აქ და მოვედი პოზიციის დასაფიქსირებლად. ნებისმიერი პროტესტი მისაღებია, მაგრამ ჩვენ რომ ჩვენი აზრი არ დავაფიქსიროთ, ესეც არ შეიძლება"-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

"როგორც ქუთაისლებს შემოუთვალეს დაგაჩოქებთო, ისე დავაჩოქებთ ჩვენც და გავუშვებთ,"-თქვა გაბრიელ ფოლკენშტერნმა.

"ოცნების" მხარდამჭერები "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისთან მაშინ მივიდნენ და შენობაში შეჭრა სცადეს, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ქუთაისში, 6 დეკემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ თათბირობდნენ. "თავისუფალი საქართველოს" ოფისში იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" ლიდერი აკაკი ბობოხიძე.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020