"თუ ხვალ "ოცნებას" კიდევ ექნება კონტრაქცია, ეს მათს უსუსურობას გაუსვამს ხაზს"
ხვალ, ქუთაისში დაგეგმილ აქცია-მსვლელობაზე ოპოზიციას კონტრაქციის მოლოდინი აქვს. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ქმედებები ყოველთვის არაადეკვატურია. მათი თქმით, თუ "ქართული ოცნება" ხვალ ოპოზიციის მსვლელობას აქციით დაუპირისპირდება, ეს ხელისუფლების უსუსურობას გაუსვამს ხაზს.

"არსებობს ინფორმაცია, რომ კონტრაქციის მცდელობები არის, გითხრათ სიმართლე, ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც მშვიდობიანი ფორმით ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟს ისახავს მიზნად. "ქართული ოცნება" წინასწარ რას მოიფიქრებს, ამის განსაზღვრა რთულია,"-განაცხადა გია თევდორაძემ.

"ხვალ მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქცია იგეგმება. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის არაადეკვატური ქმედებებია. თუ ხვალ "ოცნებას" კიდევ ექნება კონტრაქცია, ეს მათს უსუსურობას გაუსვამს ხაზს,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ჩვენი მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში მსვლელობა იქნება მშვიდობიანი, რას დაუპირიპირებს ამას "ქართული ოცნება" ეს მათი გადასაწყვეტია,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ.

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოპოზიცია ქუთაისში მსვლელობას გამართავს. აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყება და აღმაშენებლის მოედანზე დასრულდება.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს, "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისში " ოცნების" მხარდამჭერებმა შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" ლიდერი აკაკი ბობოხიძე.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება
დაიწყო.
17:07 / 07.08.2020
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა
ჟურნალისტებთან აგვისტოს
16:20 / 07.08.2020
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების
საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
16:04 / 07.08.2020
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას
12:37 / 06.08.2020
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას
პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების
12:14 / 06.08.2020
პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 26 °C
img
ბათუმი 18 - 24 °C
img
სოხუმი 17 - 27 °C
img
ფოთი 19 - 26 °C
img
თელავი 17 - 28 °C
img
მესტია 6 - 17 °C
img
ზუგდიდი 16 - 26 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ადიდებული მდინარე რიონი (კადრები ქუთაისიდან)
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე რიონი ადიდდდა.
09:48 / 29.07.2020
ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობაზე 8 500 000 ლარი დაიხარჯება
მუნიციპალური განვითარების ფონდს ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობისათვის
14:58 / 17.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო
17:07 / 07.08.2020
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
"აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის" - თეა წულუკიანი
16:20 / 07.08.2020
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს
ქუთაისში  შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გაიმართა
16:04 / 07.08.2020
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა სტუდენტებსა და 17-წლამდე ახალგაზრდებს
12:37 / 06.08.2020
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას