“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს

ქუთაისში, 6 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს. ვაშაძე კონტრაქციებში მონაწილე პირებსაც მიმართავს და ამბობს, რომ აქციებს ისინიც უნდა შეუერთდნენ, რადგან ივანიშვილმა დაპირების შეუსრულებლობით ყველა მოატყუა. გიორგი ვაშაძე საპოლიციო ძალებს მოუწოდებს, რომ დაიცვან წესრიგი და ხალხის მხარე დაიკავონ. 

“ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც ემსახურება ხალხს. გაჭირვება, უმუშევრობა, უკიდურესი სოციალური პრობლემები, დაცლილი ბაზრები- ამ რეალობაში ცხოვრობს საქართველო და ქუთაისი. ამას ჩვენ გაერთიანებასა და ერთად დგომას ვუპირისპირებთ. ყველა ქუთაისელს ვთხოვ, რომ შემოგვიერთდნენ. მშვიდობიანი მანიფესტი გვაქვს და ამას ყოველდღიურად ვამტკიცებთ. კონტრაქციის წევრებს მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ. ივანიშვილმა მთელი საქართველო მოგვატყუა. პროპორციული არჩევნები იმის გარანტია, რომ ხელისუფლება მოემსახურება ხალხს. ნახავთ, რომ იქნება პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რადგან გასაღები იქნება ხალხის ხელში. თქვენს აგრესიულ ქმედებებს მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ. პოლიციამ დაიცავით წესრიგი, იყავით ხალხის მხარეს და ნუ დაარღვევთ კანონს. საბოლოოდ, აუცილებლად გავიმარჯვებთ,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, 6 დეკემბერს, აქცია-მსვლელობაზე მშვიდობიანი მიმართვები გამოსვლები მოეწყობა. მისივე განმარტებით, მსგავსი აქციები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *