ოპოზიციის საპროტესტო აქციები რეგიონებში ქუთაისიდან დღეს დაიწყება. 14:00 საათზე

აქციის მონაწილეები კიკვიძის სკვერიდან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.

,,მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქცია იგეგმება. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის არაადეკვატური ქმედებებია. თუ “ოცნებას” კიდევ ექნება კონტრაქცია, ეს მათს უსუსურობას გაუსვამს ხაზს,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ჩვენი მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში მსვლელობა იქნება მშვიდობიანი, რას დაუპირიპირებს ამას “ქართული ოცნება” ეს მათი გადასაწყვეტია,”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *