იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი განცხადებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

,,დღეს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივმართო. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან. ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია.
კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს.”- აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები რეგიონებში ქუთაისიდან დღეს დაიწყება. 14:00 საათზე აქციის მონაწილეები კიკვიძის სკვერიდან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *