ქუთაისში,ოპოზციური პარტიების აქციაზე დაპირისპირება მოხდა.  აქციის

მონაწილეებს დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არცერთი პარტიის მხარდამჭრები არიან. 

,,არ გვინდა არერთი ესენი და მოგვაშორონ აქედან. არავის მხარდამჭერი არ ვარ, ქართველი ვარ.”- განაცხადა ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა.

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, მერიასთან მომხდარი ინციდენტი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 

დღის განმავლობაში აქციის მსვლელობისას კიდევ ორი მცირე ინციდენტი მოხდა. კიკვძის ბაღში შეკრებლებს მოპირადპირე კორპუსიდან კვერცხები ესროლეს, ასევე აქციის მონაწილეებს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა, თუმცა ინციდენტი მალე ამოიწურა. უცნობმა პირებმა ტერიტორია მალე დატოვეს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *