Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისში აქცია ,,ერთად ერთის წინააღმდეგ" დასრულებულია
ქუთაისში ოპოზოციური პარტიების აქცია ,,ერთად ერთის წინააღმდეგ" დასრულებულია. აქციის მონაწილეები 14:00 საათისთვის კიკვიძის ბაღში შეიკრიბნენ. შემდეგ მსვლელობით ქალაქის ცენტრისკენ გადმოინავლეს. აქცია  რუსთაველის ქუჩაზე, მერიისა შენობასთან დასრულდა. 

,,ჩემო ძვირფასო ქუთაისლებო, ყველა ღირსეულო ქართველო, ვინც აქ შეიკრიბეთ. მთელი საქართველო და მთელი ცივილიზებული მსოფლიო შემოგყურებთ. იწყება ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა და როგორც დავით აღმაშენებლმა გაამზადა დიდგორის მებრძოლები, ასეთივე სახალო, მშვიდობიანი ლაშქარი ელოდება თბილისს".- განაცხადა ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

,,პროპორციულ არცევნებზე საქართველოს მოქალაქეს ლაპარაკი არ სჭირდება. გული მიკვდება. ბებიაჩემის, მამაჩემის ქალაქი არის დაცლილი. ყველა ოჯახიდან ვირაც არის წასული. ვინც არ არის წასვლას ფიქრობს. ბავშვები იზრდებიან ხან დედის, ხან მამის, ხან ორივეს გარეშე. ინგრევა კულტურული მემკვიდრეობის ის შენობები. გადათხრილია მთელი ქალაქი. ქართული ცივილკიზაციის აკვანი, რომელმაც სისხლი გადაუსხა საქართველოს, არის უპატრონოდ მიტოვებული. ე.წ. ,,ქართული ოცნების" ამარად დარჩენილი."- განაცხადა აქციზე სიტყვით გამოსვლისას ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. 


,,ამ აქციაზე არ არიან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ან მხოლოდ პოლიტიკით დაკავებული ადამიანები. აქ არიან მოქალაქეები. ჩემს წინ ასაკოვანი ქალბატონი მოდიოდა, 79 წლის. მადლობა მინდა ვუტხრა იმ ასაკოვან მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ამ აქციას შემოუერთდნენ".- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ია იაშვილმა. 


ქუთაისში,ოპოზციური პარტიების აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არცერთი პარტიის მხარდამჭრები არიან. დღის განმავლობაში აქციის მსვლელობისას კიდევ ორი მცირე ინციდენტი მოხდა. კიკვძის ბაღში შეკრებლებს მოპირადპირე კორპუსიდან კვერცხები ესროლეს, ასევე აქციის მონაწილეებს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა, თუმცა ინციდენტი მალე ამოიწურა. უცნობმა პირებმა ტერიტორია მალე დატოვეს.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 8 - 21 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020