პოლიტიკა
"პედაგოგები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ აქციაზე გასვლას აიძულებენ"
"პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს ხალხის გამოყვანას ავალებენ,"-ამის შესახებ განცხადება "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააკეთა. წულაიას ინფორმაციით, თუ საჯარო მოხელეები და პედაგოგები 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეებს არ გამოიყვანენ, მათ გათავისუფლებით ემუქრებიან.

"პედაგოგები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ აქციაზე გასვლას აიძულებენ. არ სურთ წასვლა, რადგან ამ მთვრობაში ვერაფერს ხედავენ სასიკეთოს. მიმდინარეობს ზეწოლები საჯარო მოხელეებზეც. ხალხი დაშინებულია. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების სამუშაოების შემსრულებელ მუშებსაც აიძულებენ გამოვიდნენ აქციაზე. აქტივისტებს დავალებული აქვთ ხალხის გამოყვანა,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

14 დეკემბერს, თბილისში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მასშტაბურ აქციას აანონსებს. "ოცნებაში" ამბობენ, რომ აღნიშნული შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში იმართება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
21:30 / 24.01.2020
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
21:30 / 24.01.2020
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
13:28 / 23.01.2020
"გაბედეს" აქტივისტი გაგი ახალაძე მესხიშვილის თეატრის წინ ბუჩქების მორთვისთვის საქალაქო
ამინდი
თბილისი -4 - 3 °C
img
ქუთაისი -2 - 4 °C
img
ბათუმი 0 - 6 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020