“პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს ხალხის გამოყვანას ავალებენ,”-ამის

შესახებ განცხადება “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააკეთა. წულაიას ინფორმაციით, თუ საჯარო მოხელეები და პედაგოგები 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეებს არ გამოიყვანენ, მათ გათავისუფლებით ემუქრებიან.

“პედაგოგები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ აქციაზე გასვლას აიძულებენ. არ სურთ წასვლა, რადგან ამ მთვრობაში ვერაფერს ხედავენ სასიკეთოს. მიმდინარეობს ზეწოლები საჯარო მოხელეებზეც. ხალხი დაშინებულია. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების სამუშაოების შემსრულებელ მუშებსაც აიძულებენ გამოვიდნენ აქციაზე. აქტივისტებს დავალებული აქვთ ხალხის გამოყვანა,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მასშტაბურ აქციას აანონსებს. “ოცნებაში” ამბობენ, რომ აღნიშნული შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *