პოლიტიკა
,,სტუდენტებს ეუბნებიან, რომ უფასო კვება და ტრანსპორტირება იქნება " - ,,გაბედეს" აქტივისტები თბილისში დაგეგმილ აქციაზე
მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები  აცხადებენ, რომ 14 დეკემბერს, თბილისში, "ქართული ოცნების" აქციაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოტყუებით მიჰყავთ. ,,გაბედეს" წევრების განცხადებით, ლექტორები სტუდენტებს თბილისში წასვლისკენ ლექციებზე მოუწოდებენ.

​,,უნივერსიტეტში, ჩვენდა გასაკვირად ლექტორები ეწევიან აგიტაციას. სტუდენტებს ეუბნებიან, რომ უფასო კვება და ტრანსპორტირება იქნება. ცდილობენ შეცდომით წაიყვანონ ეს ადამიანები, რომლებიც იქნებიან გამოყენებულები პარტიულ აქტივად."- განაცხადა ,,გაბედეს" ერთ-ერთმა აქტივისტმა გაგი ახალაძემ. 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აგიტაციას არ ეწევიან და ვინ წავა აქციაზე და ვინ არა ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

,,მიუღებელია რაიმეს მოწოდება და ნამდვილად არავნ არის ისეთი, რომ თვითნ ვერ აზროვნებდეს.თი ვინმეს წასვლის სურვილი აქვს ეს მისი პირადი აზრია, თუ ვინმეს წასვლის სურვილი არ აქვს ესეც მისი პირადი აზრია.უნივერსიტეტი ნამდვილად არ ერევა პოლიტიკაში".- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ. 

14 დეკემბერს, თბილისში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მიერ დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან. "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ინფორმაციით, შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას მიეძღვნება და რეგიონებიდან მასში მონაწილე მხარდამჭერების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი
დასაქმდება.
16:33 / 17.01.2020
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი დასაქმდება.
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის
შემოყვანა გადაწყვიტა,
15:35 / 17.01.2020
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა გადაწყვიტა,
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
14:48 / 17.01.2020
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი -2 - 3 °C
img
ქუთაისი 1 - 11 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020