მოძრაობა “გაბედეს” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები  აცხადებენ, რომ 14 დეკემბერს, თბილისში,

“ქართული ოცნების” აქციაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოტყუებით მიჰყავთ. ,,გაბედეს” წევრების განცხადებით, ლექტორები სტუდენტებს თბილისში წასვლისკენ ლექციებზე მოუწოდებენ.

​,,უნივერსიტეტში, ჩვენდა გასაკვირად ლექტორები ეწევიან აგიტაციას. სტუდენტებს ეუბნებიან, რომ უფასო კვება და ტრანსპორტირება იქნება. ცდილობენ შეცდომით წაიყვანონ ეს ადამიანები, რომლებიც იქნებიან გამოყენებულები პარტიულ აქტივად.”- განაცხადა ,,გაბედეს” ერთ-ერთმა აქტივისტმა გაგი ახალაძემ. 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აგიტაციას არ ეწევიან და ვინ წავა აქციაზე და ვინ არა ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

,,მიუღებელია რაიმეს მოწოდება და ნამდვილად არავნ არის ისეთი, რომ თვითნ ვერ აზროვნებდეს.თი ვინმეს წასვლის სურვილი აქვს ეს მისი პირადი აზრია, თუ ვინმეს წასვლის სურვილი არ აქვს ესეც მისი პირადი აზრია.უნივერსიტეტი ნამდვილად არ ერევა პოლიტიკაში”.- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ. 

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის მიერ დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან. “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ინფორმაციით, შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას მიეძღვნება და რეგიონებიდან მასში მონაწილე მხარდამჭერების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *