Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
“უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება”-“გაბედე” 1000 ლარით დაჯარიმებაზე
მოძრაობა "გაბედეს" წევრი, რომელმაც ქუთაისის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების ფოტოებით სათამაშოების დაკიდება სცადა, 1000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმა დაუწერეს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარეს, გოგი წულაიასაც, რომელიც 11 დეკემბერს აქცია-პერფორმანსს შეუერთდა.

"გაბედეს" აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი 1 000 ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. მათი თქმით, მერიის ქმედება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

"ეს არის შერჩევითი სამართალი და უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ჩვენ დავჯარიმდით 1000 ლარით მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" წევრებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დარბევისათვის გაფრთხილებაც არ მიუღიათ. ეს არის ჩვენი დაშინების მცდელობა,"-განაცხადა მოძრაობის აქტივისტმა, გაგი ახალაძემ.

ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსების აკრძალვას გულისხმობს.

საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.

"გაბედეს" აქტივისტებმა სათამაშოების დაკიდება მთავარ ნაძვის ხეზე 11 დეკემბერს სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებმა თეატრის წინ ბუჩქები მორთეს.






FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020