ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში ოპოზიცია არ მონაწილეობს. ,,ევროპული საქართველოსა”

 

და ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ბიუჯეტზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.  დეპუტატების თქმით, მათი ინიციატივების გათვალისწინება არ ხდება, შესაბამისად ბიუჯეტის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს მოსახლეობას მედიის საშუალებით გააცნობენ.

,,ქუთისის 2020 წლის ბიუჯეტი მგვაჩნია, რომ არის საარჩევნო სამზადისი. ამ დოკუმენტს შევისწავლით, შევაფასებთ და ჟურნალუსტებთან გავაკეთებთ განცხადებას”.- განაცხადა ,,ევროპული საქართველოს” დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.

,,2020 წლის ბიუჯეტი არაფრით განსხვავდება წინა წლის ბიუჯეტისგან. ისევ 25 მილიონი იხარჯება აქტივისტების შენახვაში, იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები და ქუთაისი კვლავ დარჩება გადათხრილი ქუჩების ქალაქად. ჭიღვარია და ,,ქართული ოცნების” წევრები გამდიდრდებიან კიდევ უფრო, ვიდრე წინა წელს. ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ”.- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიგა შუშანიამ.

ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, შესაბამისად, მასში ოპოზიციონერი დეპუტატების შენიშვნები წარმოდგენილი არ არის.

უმრავლესობის დეპუტატებმა აღმასრულებელს ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამაზე თანხის გაზრდის რეკომენდაცია მისცეს, მათ შორის სანიაღვრე სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციაზე და სხვ.

როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე აცხადებდა, დეპუტატებმა ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები დააფიქსირეს.

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 მილიონი ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *