მოძრაობა “გაბედეს” წევრი, გაგი ახალაძე რომელმაც ქუთაისის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე

პოლიტიკოსების ფოტოების გამოსახულებიანი სათამაშოების დაკიდება სცადა, 1000 ლარით დააჯარიმეს. ფაქტს გამოეხმაურა ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიგა შუშანია. მისი თქმით, ეს გამოხტავს თავისუფლების შეზღუდვაა. 

,,ეს გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ ივანიშვილის, კობახიძის, თალაკვაძის და ამათი ფოტოების დაკიდება ყოფილა სამარცხვინო, ქალაქის ტურისტულ ცენტრში არ შეიძლება მათი გამოჩენაო და დააჯარიმეს ადამიანები. პირველ ნაწილში ვეთანხმები, რომ არიან ნამდვილად სამარცხვინოები. მერე ნაწილში, ვფიქრობ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა”.- განაცხადა შუშანიამ. 

,,გაბედეს” აქტივისიტთან ერთად მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ განცხადება ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამაც მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *