ქუთაისის საქალაქო სასამართლო “გაბედეს” აქტივისტისა და პარტია

“თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას 1 000 ლარით დაჯარიმების საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესები 27 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

​”იმდენად სულელური ბრალდებაა, რომ დიდი ალბათობით მგონია ვერ მოგვიგებენ საქმეს. თავად ოქმიც არაპროფესიონალურად არის შედგენილი. თუ მოსამართლემ დაკვეთა არ მიიღო, პროცესი უნდა მოვიგოთ. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი. უფრო დიდი დარღვევები ჩაიდინეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა და არავინ დასჯილა,”-განაცხადა “გაბედეს” აქტივისტმა, გაგი ახალაძემ.

ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსების აკრძალვას გულისხმობს.

გოგი წულაიამ და “გაბედეს” აქტივისტებმა 11 დეკემბერს, მთავარ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების გამოსახულებით სათამაშოების დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებმა თეატრის წინ ბუჩქები მორთეს. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *